ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიაში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

bbc.com

დასავლეთ ავსტრალიაში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ასობით მეხანძრე ელვის შედეგად გაჩენილ კერებს ებრძვის, თუმცა ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი ართულებს.

ხანძრის მთავარი კერები სანაპირო ქალაქ ესპერანსედან ჩრდილოეთით ფიქსირდება. ავსტრალიური ზაფხულის განმავლობაში ეს პირველი მასშტაბური ხანძარია.

კომენტარები