კრიმინალი

სამართალდამცველებმა გურიაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ნოდარ გ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ვ. დოლიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, 1965 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

კომენტარები