გიორგობა

კალაძე: ყოველთვის გვიწევს ბრძოლა გველეშაპების წინააღმდეგ

ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღევანდელ დღეს. წმინდა გიორგის დღესასწაულები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რადგან მისი სულიერი სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის, საუკუნეების განმავლობაში ქართველებისთვის მაგალითი იყო გაჭირვების დროს. წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოცაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ყოველთვის გვიწევს ბრძოლა გველეშაპების წინააღმდეგ. ამ ბრძოლებში ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, გამოდის და მომავალშიც ასე იქნება.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე.

კომენტარები