გიორგობა

ილია II: წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო განსაცდელიდან გამარჯვებული გამოდიოდა

ეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული მართლმადიდებლისთვის. ქართველებისთვის წმინდა გიორგი მართლაც განსაკუთრებული წმინდანია. ჩვენ არაერთი ბრძოლა მოგვიგია წმინდა გიორგის შეწევნით და დახმარებით. ის არის ჩვენთვის სიმბოლო სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების, ბოროტების დამარცხების. მინდა, ყველას გისურვოთ, ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის - სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია, გავაერთიანოთ საკუთარი ერი და სამშობლო. მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან.

პატრიარქი ილია მეორე გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ქადაგებისას.

კომენტარები