თბილისის მერია

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ღამით რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

ნეტგაზეთი

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ამაღამ, 26 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე რუსთაველის გამზირი, სუპერმარკეტ "სმარტის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე, გადაიკეტება.

მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმუშავებს 9 ერთეული ტექნიკა და 59-მდე ადამიანი. საახალწლო ილუმინაციებს "სინათლის ქალაქი" დაამონტაჟებს.

კომენტარები