მთავარი ამოცანა, ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და არა ის, რომ... მესმის, შესაძლოა ბევრი ადამიანი ავტომობილს იყენებს, იგივე ტაქსაობს ან რაღაც, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. შესაძლოა, ერთი კაცი გავანაწყენოთ, მაგრამ 10 და 20 ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ. მე ვფიქრობ, ამაზე შეიძლება, საზოგადოებრივი აზრის კვევაც ჩავატაროთ, ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება, კომპანიებს ვთხოვოთ, ვინც შემოიტანს იმ კატალიზატორს, განვადებით რომ მისცენ, მაგრამ ეს საკითხი არის სასწრაფოდ დასარეგულირებელი. ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს... შემდეგი ნაბიჯი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება იქნება. ამას დროში გავწერთ, რა თქმა უნდა, ერთიანად არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ყველაფერი ერთიანად გააკეთოს. ამას გარდა, ვიცი, რომ სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ გამონაბოლქვია.
tbl.ge/viy
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- მამუკა ბახტაძე: აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი
- კალაძე: დედაქალაქში გაუმართავი მანქანებით მოძრაობა გამორიცხული იქნება
- კალაძე: ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს
- პრემიერი: მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია
- მაკრონის მთავრობა 2040 წლისთვის ბენზინის და დიზელის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს