ზაზა ფაჩულია ALL STAR-ის დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებს შორის მერვე ადგილზეა. სასტარტო ხუთეულში მხოლოდ 3 ლიდერი მოხვდება, სათადარიგო მოთამაშეებს კი მწვრთნელი აირჩევს.
იმისათვის, რომ ფაჩულია სამეულში მოხვდეს, ხმის მიცემის დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, მას დაახლოებით 300 000 ხმა სჭირდება.
ხმის მიცემა შესაძელებელია NBA-ს საიტზე, ასევე სოციალურ ქსელში (Facebook, Twitter, Instagram) საჯარო სტატუსის დაწერით - #NBAVote Zaza Pachulia .
ხმის მიცემის დასრულებამდე 11 დღე დარჩა.
ზაზა ფაჩულია