ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიაში ხანძრის გამო 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება, განადგურდა 95 სახლი

FIRE AND EMERGENCY SERVICES

დასავლეთ ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს. სტიქიამ 95 სახლი გაანადგურა, 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ცეცხლი 58 000 ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძრის გავრცელებას ქარის სიჩქარე უწყობს ხელს, რომელიც საათში 60 კილომეტრს აღწევს. 

ავსტრალია ცხელი და მშრალი კლიმატის გამო ასეთი ხანძრებისკენაა მიდრეკილი. ჭექა-ქუხილის დროს შესაძლოა, ათასობით ელვისებური დარტყმა მოხდეს.

კომენტარები