ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. 12:00-სთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10.9%-ია.
სულ გარდაბანში 71 847 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00-სთვის საარჩევნო უბნებზე 7 849 ამომრჩეველი გამოცხადდა.
გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.
კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.