81 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდა. ჭრიკიშვილმა ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალის მფლობელი გახდა.
90 კილოგრამის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ქართველი ვარლამ ლიპარტელიანი, ის ფრანგ ლუდოვიც გობერტს შეხვდება.