ციხისძირიდან ხეების გადატანის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი დააკავეს. ისინი ქობულეთის საკრებულოს წევრები არიან.
შსს-ს ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის წევრები და პარტიზანი მებაღეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს ხვდებიან. ისინი ხაბაძისგან ხეების გადარგვის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას მოითხოვენ.