საქართველოს ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: გამოწვევებს გაათმაგებული ენერგიით უნდა ვუპასუხოთ

რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებს ჰქონდა დიდი გავლენა ლარის გაუფასურებაზე და ამას არ უარყოფს არავინ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი გზა, შეგვიძლია მუდმივად აპელირება გავაკეთოთ საგარეო ფაქტორებზე, მუდმივად ვისაუბროთ რუსეთ-უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე, ნავთობის იაფ ფასზე, საბერძნეთის კრიზისზე და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ. ან არის მეორე გზა, ჩვენ გაათმაგებული ენერგიით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს, გავაანალიზოთ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით და ის წარმატებები, რომლებიც გვქონდა, იმისთვის რომ ვუპასუხოთ მთავარ გამოწვევას რომელიც აწუხებს  ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები