საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეს წესი აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ შემოიტანეს, 20 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც. 

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი, მალხაზ ღუღუნიშვილი ეყოლება. სებ-ის განმარტებით, ამ დრომდე ეროვნული ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა. 

ღუღუნიშვილი აქამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამ პოზიციაზე მას გიორგი ფერაძე ჩაანაცვლებს.

კომენტარები