კარგი იქნებოდა, გიორგი ქადაგიძეს მოეთმინა და შემდეგ ეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები. რაც მე გუშინ შევატყვე, კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში. ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ შორის ბენდუქიძეს, ჰქონდათ იდეა თავის დროზე, რომ გაეუქმებინათ საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი - როგორც უმაქნისი ინსტიტუტები, მაგრამ არ მივდივართ ამ გზით, ხო? თავი დაანებოს ქადაგიძემ ჭკუის სწავლებას, მოვიდეს პოლიტიკაში, გაიმარჯვოს და გააუქმოს რაც უნდა. მთავრობის რეფორმირება როცა საჭირო იქნება, გაკეთდება.
tbl.ge/llr
დაკოპირდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებებზე.