ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ტუღუში: ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არაადეკვატური კომენტარები მოვისმინე

ძალიან ხშირად პოლიტიკოსები ხელს უწყობენ, რომ რეალურად ჭეშმარიშტება არ დადგინდეს გარკვეულ საქმესთან მიმართებაში. თავიდანვე ხდება გარკვეული ვერსიების გავრცელება, ცდილობენ გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნან გარკვეული ფაქტის გარშემო და ინტერესი მის მიმართ ხშირ შემთხვევაში გაანეიტრალონ, ან პირიქით გაზარდონ, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ აბსურდულ სიტუაციასთან შეხება, განსაკუთრებით ამ ფაქტმა [ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმამ] კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რამდენიმე ხელისუფლების წარმომადგენელისა და პარლამენტის წევრისგან მოვისმინეთ აბსოლუტურად არაადეკვატური კომენტარები. ასევე მოვისმინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმე ცხელ კვალზე არ გაიხსნა მინისტრს იმედი აქვს რომ საქმეს გამოიძიებენ. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი ტუღუში თავისუფალი დემოკრატების წევრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები