ეროვნული ვალუტა

გოცირიძე: ქადაგიძის წასვლამ სხვა ქვეყნების ვალუტების გამყარება გამოიწვია

ქადაგიძის ეროვნული ბანკიდან წასვლამ გამოიწვია საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის ეროვნული ვალუტების გამყარება. მცირედით დასუსტდა აზერბაიჯანული მანათი, რაც ადასტურებს იმ ჭორს, რომ ქადაგიძე სამუშაოდ გადადის აზერბაიჯანში.
ასევე, სავალუტო ფონდმა დაიანგარიშა ხადურის გათავისუფლების ფისკალური ეფექტი: რეგიონში ყველა ქვეყნის ბიუჯეტი მყისვე გახდება უდეფიციტო, გარდა რუსეთისა. ამით დასტურდება ის ხმებიც, რომ ხადური და კალაძე მიდინარე წლის ოქტომბრის თვიდან მუშაობას იწყებენ გაზპრომის ტიუმენის ოლქის ფილიალში. ეს აქამდე რომ მომხდარიყო, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო, წერია ფონდის დასკვნაში. ძაღლის რა მოგახსენოთ, მაგრამ კატებს კი აკნავლებენო, განუცხადებია რომან გოცირიძის ცნობილ კატას თავის ერთ-ერთ გამოსვლაში.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე Facebook-ზე წერს.

კომენტარები