ტერაქტები ბრიუსელში

ვლადიმირ პუტინი ტერაქტებს გმობს და ბელგიას სოლიდარობას უცხადებს

ვლადიმირ პუტინი
newsweek

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტები დაგმო და "ბარბაროსული ქმედებები" უწოდა. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

"პრეზიდენტი მტკიცედ გმობს ამ ბარბაროსულ ქმედებებს, უსამძიმრებს ბელგიელ ხალხს და მეფე ფილიპს აბსოლუტურ სოლიდარობას უცხადებს ამ მძიმე საათებში", - თქვა პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით კი, "უფრო და უფრო მეტი დრო და ადამიანები იკარგებიან. ხალხი იწყებს იმის გაანალიზებას, რომ ორმაგი სტანდარტები ტერორისტების ქმედებების შეფასებისას ჩიხში შემყვანი პოლიტიკაა".

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ზავენტემის აეროპორტში 13 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია 35. მალანბეკის მეტროსადგურზე დაღუპულების შესახებ კი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ფედერალური პროკურორის თქმით, აეროპორტის აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

კომენტარები