ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: პრორუსულ განწყობებს ივანიშვილის პოლიტიკა აძლიერებს

ძალიან ცუდია, ქვეყანა კარგავდეს ტემპს იმ დროს, როცა ევროპაში არის მიგრაციასთან დაკავშირებული ნაწილობრივ ადეკვატური, ზოგჯერ კი არაადეკვატური შიშები. ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ მომენტის დაკარგვა ყველა შემთხვევაში ძალიან ცუდია. ამ ბრძოლას ჰქვია იმ წიაღში დაბრუნება, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილია - თავისუფალ სამყაროში, ევროპაში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. რაც შეეხება პრორუსულ განწყობებს, მას აძლიერებს ივანიშვილის პოლიტიკა, როცა ის დევნის პროდასავლურ ოპოზიციას და არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ პროდასავლურ ოპონენტებს, აცხადებს მათ მტრად. პრორუსული პოლიტიკური ძალები მთავრობის შიგნით და გარეთ არიან მისი მოკავშირეები. უკვე დოკუმენტურად არის გარკვეული, რომ პრორუსული პროპაგანდის ორგანოებს, სიძულვილის მქადაგებლებს, პირდაპირ ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფულით აფინანსებს. ეს აძლიერებს პრორუსულ განწყობებს, ამასთან ერთად კი ეკონომიკური ვარდნა და ხედვის, ნებისა და რწმენის არმქონე მთავრობა. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ ოქტომბერში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები