ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება. შეხვედრა დაანონსებული არ ყოფილა.
ქართული ოცნების ოფისში მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძეც იმყოფებოდა, რომელმაც შენობა უკვე დატოვა. დეპუტატი მცირე კომენტარით შემოიფარგლა - "პარლამენტს გარეთ დატოვებული პარტიებისთვის დიდი შეღავათები კეთდება".