ჩვენი ინიციატივა, ერთნაირსქესიანთა საკითხთან დაკავშრებით კონსტიტუციური ცვლილება რომ შევიტანოთ, ალბათ, ესეც ძალიან მისაღებია ხალხისთვის. ჩვენ დავიარეთ მთელი საქართველო, დაწყებული აჭარიდან, გათავებული რაჭით. ძალიან ხალხმრავალი შეხვედრები იყო, ძალიან მტკივნეული თემაა და ვერ ვნახეთ ერთი პიროვნებაც, ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა. ახლა პარლამენტში, როგორც მოგეხსენებათ, 100-ზე მეტი ხმა უნდა დავაგროვოთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შევიტანოთ. ჩვენ შემდეგ სესიაზე ამას, ალბათ, საბოლოოდ გამოვავლენთ. განვაცხადებთ, რომ ვისაც ჩვენი პოზიცია მისაღებად მიაჩნია, მოვა და ხელს მოაწერს. ვინც არ მოაწერს, ამის განცხადებაც გაკეთდება და იცოდეს საზოგადოებამ, ვინც არის ამის მომხრე და ვინ არა. ამას არავინ არ გვაძალებს. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში არის 14 ქვეყანა, რომელმაც ეს არ დაუშვა, მაგრამ ევროკავშირის წევრია. მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ამის ლუსტრაცია. იცოდეს საზოგადოებამ. მიგვაჩნია, რომ ჩვენ, მართლმადიდებელმა ქვეყანამ, ნამდვილად უნდა მივიღოთ კანონი, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა.
tbl.ge/14oj
დაკოპირდა
მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე.
ამავე თემაზე
- გეი ქორწინება ჩოხაში: ვუძღვნი ფსევდოპატრიოტებს (ფოტო)
- გიგაური ტაბულას: თქვენ თუ გინდათ, დავგმო ქალბატონი ჩუგოშვილი, ეს სხვა თემაა
- თალაკვაძე ქორწინებაზე: როცა პარლამენტი შეიკრიბება, ამომწურავად გიპასუხებთ
- ჩუგოშვილი ქორწინებაზე: თემის ღიად დატოვება აღვივებს ჰომოფობიურ განწყობებს
- წულაია: ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრა არ არის აქტუალური საკითხი