ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ივანიშვილი: ქარი გვარხევს, მაგრამ ვერც გვტეხს და ვერც ადგილიდან გვძრავს

ალბათ ბევრს ახსოვს სკოლაში ნასწავლი საზეპირო მერვე საუკუნეში დაწერილი აბო თბილელის ცხოვრებიდან, რომელიც ქართველებმა წმინდანად და თბილისის მფარველად შერაცხეს - ბევრი გაჭირვება გვადგას ქართველებს, ვირხევით როგორც ლერწამი ძლიერ ქარში, მაგრამ ცხოვრების წესს მაინც არ ვიცვლით და ვაგრძელებთ "ჩვეულებისაებრ მამულისა სლვასო". ქარი გვარხევს, მაგრამ, ურთულეს რეგიონში ცხოვრებით შეძენილი გამჭრიახობის წყალობით, ვერც გვტეხს და ვერც ადგილიდან გვძრავს. კომპრომისის ძიება, როცა საჭიროა - დათმობა, როცა საჭიროა - მტკიცედ დგომა, ჩვენი ცხოვრების წესად და გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში საიმედო გზამკვლევად იქცა. ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა თბილისის ისტორიულ ცენტრში გვერდიგვერდ მდგარი ტაძრები, რომლებიც ოთხ დიდ რელიგიას - ქრისტიანობას, ისლამს, იუდაიზმს და ზოროასტრიზმს განასახიერებენ და ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქვეყანას აძლიერებენ.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები