აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს - ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის. სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას.
ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი
ივანიშვილი: შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა
tbl.ge/1prw
დაკოპირდა
ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.
ამავე თემაზე
- პრემიერი: ივანიშვილის წერილი ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო
- $5 თუ $6 მილიარდი - ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ზომას არასწორად ასახელებს
- ხიდაშელი: ივანიშვილის წერილი წაიკითხეთ თავიდან ბოლომდე, ბოლოდან თავში
- ივანიშვილის ღია წერილმა მანანა კობახიძეს ილია ჭავჭავაძე გაახსენა
- ბესელია: ბიძინა ივანიშვილის ანალიზი არის ძალიან კარგი, სრულყოფილი