აფეთქება სტამბოლში

სტამბოლის აეროპორტის აფეთქებაში სამი თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა

Osman Orsal / Reuters

სტამბოლის აეროპორტში მომხდარ აფეთქებაში სამი პირი მონაწილეობდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა მათგანმა ტერმინალის შესასვლელთან კალაშნიკოვიდან ცეცხლი გახსნა. 

ოფიციალური პირების თქმით, ეჭვმიტანილებმა თავი შესამოწმებელ პუნქტში გასვლამდე, მას შემდეგ აიფეთქეს, რაც პოლიციელებმა მათ გასანეიტრალებლად ცეცხლი გაუხსნეს.

მომხდარის შედეგად დაახლოებით დაიღუპა 28 ადამიანი, ხოლო 60 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები