საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, კომისიამ სულ 1565 პირის საქმე განიხილა.
"შეწყალებული 226 მსჯავრდებულიდან 11 არის ქალბატონი, 3 - არასრულწლოვანი. 2016 წლის 18-დან 24 ივლისის ჩათვლით მუშაობდა შეწყალების კომისია. სულ განხილული იყო 1565 პირის საქმე. 154 მსჯავრდებული დღეს დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო დარჩენილ 72 მსჯავრდებულს, სასჯელი შეუმცირდა", - თქვა ქორიძემ.