პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე და შეწყალება - პრეზიდენტი კითხვებს არ პასუხობს"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის უფლებაზე საუბრობს, რომელიც მას მსჯავრდებულების შეწყალების დისკრეციას აძლევს. მსჯავრდებული კი ამ შემთხვევაში 22 წლის პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძეა.