საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალებულთა შორის ერთს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - ის ბრალს მკვლელობისთვის იხდიდა.
შეწყალებულთაგან 141 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს.
"სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს," - თქვა ქორიძემ.