ქორწინების თანასწორობა

კაპანაძე: საკონსტიტუციო ცვლილებაზე პრემიერის განცხადება სასაცილო და უცნაურია

ამ განცხადებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნება, როგორც ჩანს, რეალობას არის მოწყვეტილი. მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ იმის სავარაუდოდ, რომ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ყველა კვლევა ამას აჩვენებს. ამიტომ, ასეთი ტიპის შეფასება პრემიერმინისტრის მხრიდან სასაცილო და უცნაურია. ამაზე გვახსენდება ცნობილი ქართული გამოთქმა, რომ "ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე".

ენმ-ის წევრი სერგი კაპანაძე პრემიერის განცხადებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თქვა, რომ “პარლამენტში დავიწყეთ ეს [ქორწინების ქალის და მამაკაცის ერთობად განსაზღვრა] პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ აუცილებლად ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში".

კომენტარები