რიო 2016

ოლიმპიური მედალისტი რაიან ლოჩტი და კიდევ სამი სპორტსმენი დააყაჩაღეს

Getty Images

რიოში აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების ოთხი წევრი, მათ შორის ოქროს მედალისტი მოცურავე რაიან ლოჩტი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. 

ლოჩტი და კიდევ სამი მოცურავე ტაქსით ოლიმპიურ სოფელში, საფრანგეთის ოლიმპიურ ნაკრებში მიდიოდნენ. გზაზე ისინი რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა გააჩერა, მათ პოლიციის მსგავსი ფორმები ეცვათ. ლოჩტის თქმით, მათ იარაღის მუქარით ათლეტებს ფული და ძვირფასი ნივთები მოსთხოვეს.

"მათ ძირს დაწოლა მოგვთხოვეს, გვითხრეს ფული და ძვირფასი ნივთები გვერდით დაგვედო, მე შევეწინააღმდეგე, მათ კი შუბლზე იარაღი მომადეს. მათ ჩემი საფულე წაიღეს, მასში მობილური ტელეფონი და საკრედიტო ბარათები მედო," - NBC-სთან საუბარში ამბობს ლოჩტი. 

თავდაპირველად მომხდარის შესახებ კომიტეტი ინფორმაციას არ ავრცელებდა, თუმცა ლოჩტის დედის ინტერვიუს გავრცელების შესახებ კომიტეტმა მომხდარი დაადასტურა. შემთხვევას სპორსტმენები უვნებლები გადაურჩნენ.

ლოჩტი დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე 4x200-ზე თავისუფალ ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მას სპორტული კარიერის მანძილზე 6 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. 

კომენტარები