თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე 57 კგ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოჭიდავემ ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი, ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოს ოლიმპიადაზე ეს მეექვსე მედალია.
საქართველოს ამ დროისთვის რიოს ოლიმპიადაზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ხინჩეგაშვილმა 55 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, გასულ წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.