რუსეთი

მოსკოვში ვერტმფრენი Ка-52-ის დაწვის ბრალდებით 19-22 წლის 5 პირი დააკავეს

Ка-52 - საილუსტრაციო ფოტო

27 აპრილს ტელეგრამ-არხმა BAZA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში დაწვეს Ка-32-ის ტიპის ვერტმფრენი, რომელიც მოსკოვის საავიაციო ცენტრს ეკუთვნოდა. BAZA-ს ცნობით, საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა. მათივე ცნობით, ეს შემთხვევა 25-26 აპრილის ღამე მოხდა.

სახანძრო ვერტმფრენი სადგომ სევერნაიაზე ტექნიკური მომსახურებისთვის იდგა. და ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. ხანძარი 30 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლი აეროპორტის მეხანძრეებმა ჩააქრეს.

29 აპრილს BAZA-მ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა 5 ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალად ედებათ ვერტმფრენის დაწვა. მედიის ცნობით დაკავებულები არიან: 22 წლის ნ. ბულგაკოვი ნოვოსიბირსკის ოლქიდან, 22 წლის დ. იამსკოვი ნორილსკიდან, 21 წლის ს. ხამიდულინი ნოვოსიბირსკიდან, 22 წლის რ იაკოვეცი როსტოვის ოლქიდან და 19 წლის გოგო, ა. მოჩალინა ნორილსკიდან.

როგორც BAZA წერს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 22 წლის რ. იაკოვეცი სოციალურ ქსელ ტელეგრამზე, ხანძრიდან 1 დღით ადრე, საკუთარ მეგობრებთან ტრაბახობდა, რომ ბინებს "ხელთათმანებივით" იცვლის ყოველ დღე და ვიდეოში მეგობრებს აჩვენა სქრინი, რომელშიც ჩანს, რომ მის ანგარიშზე 3 მილიონი რუბლია. მათივე ცნობით, ის არმიიდან სულ მცირე ხნის წინ დაბრუნდა.

ამას გარდა, BAZA წერს, რომ 5-დან 4-მმა ეჭვმიტანელმა: ბულგაკოვმა, იამსკოვმა ხამიდულინმა და იაკოვეცმა აღიარა რკინიგზაზე დივერსიების მოწყობაც. მათი თქმით, 22 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ სადგურზე რკინიგზის ხაზის ერთ-ერთი მოწყობილობა დაწვეს.

 

კომენტარები