კრიმინალი სამწუხაროდ ყოველთვის არსებობდა ყველა ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაშიც იარსებებს. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, როდესაც დაემთხვევა ისე, რომ ერთმანეთს მიყვება რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა. ამაზე შეიძლება, საზოგადოებამ ამომრჩეველმა მოთხოვნები უფრო გავზარდოთ გამოძიების მიმართ, რათა აღარ დარჩეს არც ერთ კითხვაზე პასუხი. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო მსგავსი კრიმინალური გზით რაღაც საკითხების გადაწყვეტა, აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ დავეთანხმები ქალბატონ ელენე ხოშტარიას იმაში, რომ ოდესმე ვიღაცამ კრიმინალი წაახალისა ან კრიმინალზე თვალი დახუჭვის პოზიცია გამოავლინა. მე ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ.
tbl.ge/1v89
დაკოპირდა
ქართული ოცნების ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ბიძინა გეგიძე მაესტროს ეთერში. ცნობისთვის, ენმ-ის ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც თქვა, რომ "კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ".
ამავე თემაზე
- "დას მანქანით განზრახ დაეჯახა, შემდეგ დანით მოკლა" - გარდაბანში 23 წლის კაცი დააკავეს
- არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ – შსს-მ 15 პირი დააკავა
- ორ მეზობელს სახეში ხელი დაარტყა - აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა
- უვადო პატიმრობა მიესაჯა ლილოს ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს
- ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი – საგამოძიებო