არჩევნები 2016

კაციტაძე: გული მწყდება, რომ ხელისუფლება ვერ ვითარდება

ეს არის ხელწერა, რომელიც ნანახი მაქვს 4 წლის განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში და მანამდეც ბევრი წლის განმავლობაში. გული მწყდება, რომ ხელისუფლება ვერ ვითარდება და ფანტაზიის მომენტი იგივე რჩება, რაც ადრე იყო. არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ამ ხალხის წასვლა ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. ნებისმიერი ადამიანის წასვლა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი ხმის დაკლებაა ამიტომ, ასე ხელაღებით მე მათი მისამართით ნამდვილად არ ვიტყვი. თუნდაც იმიტომ, რომ მე ამ ხალხთან გუშინწინ ვიყავი და დღეს მათ მიმართ ასეთი რიტორიკა არ იქნება სწორი. ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, განსაკუთრებით. ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, განსაკუთრებით არის არგუმენტები ფინანსური თვალსაზრისით, რომ ხელფასი არ მიგვიღია და ამიტომ მივდივართ, ოპოზიციურ პარტიაში როცა ხარ ან ბლოკში რომ ხარ, ხელფასის გამო რომ ზომავ ყოფნა-არ ყოფნას, იქ დამთავრდა ყველაფერი, შენს დარჩენას წასვლა სჯობს

ბლოკ პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრი მამუკა კაციტაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. კაციტაძემ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მიერ ბლოკის დატოვება შეაფასა. ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრების თქმით, "სახელმწიფო ხალხისთვის გაანეიტრალეს და მისგან აღარაფერი დატოვეს"

კომენტარები