მარტივად ვიტყვი - 1. არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც დემოკრატიული. 2. ეს შედეგები არ გამოხატავს რეალობას.
მაგრამ ამის გამო პარლამენტში არ შესვლა და მეორე ტურში არმონაწილეობა არის პრობლემებისგან ბავშვური გაქცევის მცდელობა.
ეს ნაბიჯი გამოიწვევს ქვეყნის შიგნით ჩვენ მარგინალიზაციას და გარეთ ყველა მხარდამჭერი მეგობრის დახმარების შესუსტებას.
დასავლური ფრთის სრული ჩამოშლის ფონზე ამ ექსპერიმენტზე წავლა, ამ ქვეყნის ბიძინიზაციისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს ნიშნავს.