შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჯიხაშკარში 108-ე და 79-ე საარჩევნო უბნების დარბევისთვის ორი პირი დააკავეს.
"სამართალდამცველებმა 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1957 წელს დაბადებული კ.ტ. დააკავეს.
შსს-ს მიერ, ასევე, დაკავებულია სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პირიც. სამართლდამცველებმა 1962 წელს დაბადებული გ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.
სამინისტროსვე ცნობით, ჯიხაშკარის ორივე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.
ცესკოს ინფორმაციით, ორივე უბანში არჩევნები განმეორებით ჩატარდება.