სამართთლიანი არჩევნების შეფასებით, კენჭისყრის პროცესი 15 საათის მდგომარეობით "უმეტესწინკად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს". არასამთავრობოს ცნობით, დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.
"ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია საარჩევნო უბანზე ძალადობის - 1, ხმის ფარულობის დარღვევის - 3, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის - 1, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის - 1, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების - 7, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის -1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის - 2, და მარკირების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა", - წერია ISFED-ის განცხადებაში.
ISFED-ის ცნობითვე, ამ დროისთვის მათი დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 34 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 19, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 18 საჩივარი.