საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 21 საათისთვის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. საია-ს ცნობით, 18-დან 21 საათამდე მათმა დამკვირვებლებმა დაწერეს 55 საჩივარი და 59 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
"18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 5, მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის 70-მდე ფაქტი, ინფორმაცია ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო კონტროლის თაობაზე", - წერია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიისვე ცნობით, არასამთავრობო განაგრძობს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
აღსანიშნავია, რომ 50 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა.