მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრაში სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა ანგარიშით 17:10 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. "ბორჯღალოსნები" 26 ნოემბერს სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.