სემეკმა საქართველოში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურებისთვის 2017 წლის დენის ტარიფები დაადგინა. კომისიის გადაწყვეტილებით, ცხრა სადგურს დენის ტარიფი შეუმცირდა, ერთს კი გაეზარდა. ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით კი, სემეკმა ლარის გაუფასურების გამო თბოსადგურების დენის ტარიფები 2-4 თეთრით გაზარდა.
განახლებული ტარიფები ასე გამოიყურება:
- აწჰესის მოქმედი ტარიფი იყო 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.865 თეთრი.
- რიონჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 3.827 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.301 თეთრი.
- საცხენჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.521 თეთრი.
- ჩითახევჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 3.933 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.807 თეთრი.
- ძევრულჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრი, 2017 წელი - 2.616 თეთრი.
- გუმათჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.004 თეთრი.
- ლაჯანურჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.593 თეთრი.
- შაორჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.933 თეთრი.
- ორთაჭალჰესი - 2016 წელს იყო - 1კვტ/სთ - 2.5 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.325 თეთრი.
- ზაჰესი - 2016 წელს იყო - 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 4.781 თეთრი.
რაც შეეხება ქვეყანაში მოქმედ ყველაზე დიდ ჰესს - ენგურჰესს, სემეკმა მისი ტარიფი 1.189-დან 1.496 თეთრამდე გაზარდა.
თბოსადგურების მიხედვით კი ტარიფების მატება ასე გამოიყურება:
- გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.4 თეთრით კილოვატ საათზე - 9.056 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
- შპს ჯიფაუერისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 5.6 თეთრით კილოვატ საათზე - 14.12 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
- შპს მტკვარი ენერჯისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 1.4 თეთრით კილოვატ საათზე - 12.194 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.9 თეთრით კილოვატ საათზე - 14.234 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
ენერგეტიკის მინისტრის პროგნოზი
კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ "დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება".
სემეკმა სამომხმარებლო ტარიფები ორშაბათს უნდა დაამტკიცოს. მაღალი ალბათობით, თბოსადგურების ენერგიის გაძვირების გამო სამომხმარებლო ტარიფიც გაიზრდება.