ვლადიმერ ბედუკაძე

ლადო ბედუკაძე პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს

timer.ge

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს. ბედუკაძის თქმით, გადაცემა "ერთ-ერთი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პროექტის მსგავსი" იქნება.

რუსთავი 2-თან საუბარში ბედუკაძემ თქვა, რომ ახალი გადაცემა, სავარაუდოდ, ტელეკომპანია თბილისი 24-ის ეთერში გავა.

თბილისი 24-მა მაუწყებლობის უფლება მარეგულირებელი კომისიისგან დღეს მიიღო.

კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს.

კომენტარები