ენმ-ის გაყოფა

უგულავა: სააკაშვილს შეეძლო, ეს დაშორება გაეკეთებინა ცივილიზებულად

მე [ციხიდან] აბსოლუტურად არ გამოვსულვარ არავითარი ბრაზით, პირიქით, მე გულისტკივილით გამოვედი. ჩემთვის გულისტკივილი იყო, რომ ნახევარი პარტიის წევრები არც კი მინახავს და ეს გულისტკივილად რჩება. ერთადერთი, რაც მეწყინა ადამიანურად - სააკაშვილს შეეძლო, ეს დაშორება გაეკეთებინა ცივილიზებულად, ადამიანურად. მე რომ გამოვედი, არც ბავშვი ვარ, არც სულელი, ძალიან კარგად ვხედავდი, რომ ამ კოკას ვეღარ გაამთელებდი, ერთადერთი თხოვნა, რაც მქონდა იმ ადამიანებთან, ვინც ცალ-ცალკე იდგა, მათ შორის, მიშასთანაც, რომელთანაც კომუნიკაცია გამიჭირდა, ერთადერთი - გააკეთე ეს ცივილიზებულად. ეს ბალაგანი არ იყო საჭირო.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა TV პირველის ეთერში.

კომენტარები