ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯაბნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს, ჩვენს სულს, ჩვენს გონებას, ჩვენს სახლს. ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში, მანქანების მტვრევა. სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი. ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. მე იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. სამწუხაროა ის, რომ ეს არასიმშვიდე, არეულობა, ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სახლში, გონებაში, შვილებში. შვილებს უნდა ვაჩვენოთ მაგალითი სიმშვიდისა.
tbl.ge/28cf
დაკოპირდა
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ბათუმში გამართულ აქციას სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- ზახაროვა ბათუმში აქციაზე: ქართველების უმეტესობა შეკვეთილი პროვოკაციების წინააღმდეგია
- ბათუმში ძმები წულუკიძეების მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა
- "დემიშიზაცია" - ბათუმში, ერას მოედანზე აქცია მიმდინარეობს
- არეულობის ორგანიზების ბრალდებით ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს
- პრემიერი აქციაზე: ენმ-ის ერთი ნაწილი აქეზებდა ხალხს და თამაშობდა მათ ემოციებზე