თბილისის ზოოპარკს ბრისტოლის ზოოპარკისგან საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა. ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.
თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია ხვალ გაიმართება.