სამართალდამცველება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ნ.ჭ. ლანჩხუთში დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 4 აბი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბუპრენორფინს შეიცავს.
შსს-ს განცხადებით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნ.ჭ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს.