დაჭრა

სპორტსმენების დაჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპორტსმენების დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

უწყებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

დაახლოებით 16:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ძალისმიერ სამჭიდში[ე.წ. შტანგის სახეობა] მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სპორტსმენებს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც დერეფანში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც ტაბულას ევროპული საქართველოს დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი წასიძემ მიაწოდა ინფორმაცია, დაპირისპირების შედეგად 4 სპორტსმენი დაიჭრა, დამნაშავეებმა კი გაქცევა შეძლეს.

როგორც წასიძემ ტაბულას უთხრა, ორი სპორტსმენი მუცლისა და კისრის არეში არიან დაჭრილი, დანარჩენ ორს კი მსუბუქი ჭრილობები აქვთ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

კომენტარები