დაკარგული მამაკაცი

მაშველები გონიოში ზღვაში დაკარგულ 25 წლის მამაკაცს ეძებენ

on.ge

მაშველები გონიოში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. 25 წლის ახალგაზრდა ზღვაში გუშინ საღამოს შტორმის დროს შევიდა და გაუჩინარდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად 5 ბალიანი შტორმისა, მაშველები გუშინ გვიან ღამემდე ეძებდნენ დაკარგულს თუმცა ცუდი ხილვადობისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო პოვნა ვერ მოხერხდა.  დღეს დილიდან განახლდა სამაშველო სამუშაოები. მაშველების გარდა სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები და ტექნიკა.

ასევე ბათუმში 45 წლის მამაკაცს ეძებენ, რომელიც სამი დღის წინ გაუჩინარდა. 

 

კომენტარები