ხანძარი ბორჯომის ხეობაში

მღებრიშვილი: ვერტმფრენს წყლიდან, სავარაუდოდ, ხვალ ამოვიყვანთ

გიორგი მღებრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს გუჯარულადან, სავარაუდოდ, ხვალ ამოიყვანენ. ადგილი, სადაც საწვავი ჩაიღვარა, ჯებირებით გამოყვეს მდინარის დაბინძურების თავიდან ასარიდებლად. შსს მინისტრი ამბობს, რომ ადგილი შეისწავლეს, დაბინძურება უმნიშვნელო იყო და უკვე გაიწმინდა.

ამოყვანამდე ვერტმფრენიდან წყალს ამოტუმბავენ. ის დილიდან წყალშია. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომ ვერტმფრენისკენ გზა გაიჭრას.  

ვერტმფრენს ექპერტიზაზე თბილისში გადაიყვანენ, სადაც დადგინდება, რამდენადაა დაზიანებული. ვერტმფრენში ჩავარდნისას მყოფი ადამიანები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ჯერჯერობით უცნობია, რატომ ჩავარდა ის მდინარეში.

კომენტარები