საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დაიწყო

pia.ge

მთავარმა პროკურატურამ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად დაედო “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადება, რომლის მიხედვითაც, “იავნანას” ხელმძღვანელი პირებმა, შესაძლოა, საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხები არამიზნობრივად დახარჯეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

საგამოძიებო ფილმი, რის საფუძველზეც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" პროკურატურას მიმართა, ვიდეოპორტალმა POSTV-მ გაავრცელა. ფილმის ავტორების მტკიცებით, პაატა ბურჭულაძე და ფონდის წარმომადგენლები ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

კომენტარები