ვულკანი

ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების გამო, 50 000 ადამიანი ევაკუირებულია

thejakartapost.com

Thejakartapost-ის მიხედვით, ინდონეზიაში, აგუნგის მთაზე ბიძგები ჯერ კიდევ აგვისტოში შენიშნეს, რაც მძინარე ვულკანის გააქტიურების ერთ-ერთი პირველი ნიშანია.

ვულკანის ამოფრქვევის საფრთხისა და მომატებული სეისმური დონის გამო, ინდონეზიის ხელისუფლებამ კუნძულ ბალიზე ევაკუაცია გამოცხადა. 50 000 ევაკუირებულ ადამიანს შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები.

ევაკუაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ზოგიერთი ადგილობრივი უარს აცხადებს საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე.

ინდონეზიის მთავრობამ მოსახლეობის დათანხმება მათი პირუტყვის ევაკუაციით სცადა და საშიში ზონიდან უკვე გამოიყვანა 2 000 ძროხა.

ინდონეზიელი სეისმოლოგები ვერ ასახელებენ ვულკანის ამოფრქვევის ზუსტ თარიღს, თუმცა სეისმურ აქტივობებზე დაკვირვებით ვარაუდობენ, რომ ამოფრქვევა გარდაუვალია. 

მთა აგუნგის ვულკანი ბოლოს 1963 წელს ამოიფრქვა და 1 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები