აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლი პაველ შერემეტის სახელობის ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელი გახდა

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოებამ გამოაცხადა, რომ აფგან მუხთარლი 2017 წლის Eap CSF პაველ შერემეტის სახელობის ჟურნალისტური დაჯილდოების გამარჯვებული გახდა.

მუხთარლი ექსტრემალურად საშიშ გარემოში აზერბაიჯანელი თანამდებობის პირების კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების გამო დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალი 26 ოქტომბერს, ტალინში, ესტონეთში გაიმართება.

აფგან მუხთარლი, 2017 წლის მაისში, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ქვეყანაში კონტრაბანდის შეტანის ბრალდებით დააკავეს, თუმცა თავად მუხთარლი აცხადებს, რომ 29 მაისს ის თბილისიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მისი თავი აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს საზღვარზე გადასცეს.

კომენტარები