თანადგომის დღე

ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა

wp

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შაბათი თანადგომისა და ერთობის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ პატრირქმა დღეს სამების ტაძარში იქადაგა. ილია მეორეს თქმით, გადაწყვტილი იყო, რომ ერთობისა და თანადგომის დღე ხუთშაბათი ყოფილიყო, თუმცა რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღეა, თანადგომის დღედ შაბათი დაწესდა. 

"ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანთა შორის იყოს კონფლიქტი. ადამიანთა შორის უნდა იყოს მშვიდობა. ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ გვაკლია ერთობა და ერთმანეთის თანადგომა. გადავწყვიტეთ ასეთი დღე ყოფილიყო ხუთშაბათი, მაგრამ ეს შეიცვალა, რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღეა, ხალხი სამუშაოს არ უნდა მოვწყვიტოთ. ამიტომ შაბათ დღეს გადავიტანეთ. ამ დღეს დილის 10.00 საათზე დაიწყება შეკრება, 12.00 საათზე იქნება სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ ისევ თანადგომა, საუბრები და საქმიანობა ადამიანთა შორის - 15:00 საათამდე. შაბათს დილის 10.00-დან 15.00 საათამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაჭირვებულს დავეხმაროთ და ქვეყნისთვის სიკეთე გავაკეთოთ." - ამბობს ილია მეორე. 

კომენტარები